საარჩევნო რეფორმას ყურადღებას მივაქცევ - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას მიესალმება. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ "არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები". ყურადღებას ვაქცევ საარჩევნო რეფორმას, რომ მასში უახლესი რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს, - წერს ზურაბიშვილი.

ეუთო/ოდირმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიზანი საქართველოში არჩევნების ჩატარების გაუმჯობესება და მათი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი