ორმაგი სტანდარტები-პროკურატურას შინაარსი არ აინტერესებს და გამავრცელებელზე იწყებს ნადირობას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პროკურატურის მორიგი თაღლითური ჩანაფიქრი. საგამოძიებო უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ ბერა ივანიშვილის სკანდალურ ჩანაწერზე საუბრის მონაწილეების სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ამ მიზნით, პროკურატურაში საქმე აღძრეს არა საუბრის შინაარსის გამო, არამედ ჩანაწერის მოპოვების გზებისა და ავთენტურობის დასადგენად.

2015 წლის ოქტომბერში, რამდენიმე დღის შუალედით უკრაინულ საიტზე სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა. საუბრის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და სოფო ნიჟარაძე არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო. არავინ დაინტერესებულა ფარული ჩანაწერი ავთენტური იყო თუ არა. არც იმის გამოძიებით შეუწუხებიათ თავი, ვინ და რატომ უსმენდა ფარულად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს. 

2018 წლის ოქტომბერში რუსთავი 2-მა ციხეში მყოფი მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი გაასაჯაროვა. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად საუბარში "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი მონაწილეობენ. ციხეში ჩაწერილ აუდიომასალაში იმ სავარაუდო დანაშაულებზეა საუბარი, რომელის დალაგებაც სუბელიანს "ოცნების" ხელისუფლებამ დაავალა. ამ შემთხვევაშიც არავინ დაინტერესებულა შინაარსით, პროკურატურამ გამოძიება პირადი საიდუმლოების უკანონო მოპოვებისა და პატიმრის საუბრის უკანონო ჩაწერის მუხელბით დაიწყო. 

სამი დღის წინ გასაჯაროებული აუდიომასალა კი, პრემიერმინისტრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებს. ამ შემთხვევაშიც, საგამოძიებო უწყებას შინაარსი არ აინტერესებს. თქვეს, რომ მხოლოდ იმას გამოიძიებენ, ვინ უსმენდა ბერა ივანიშვილს ფარულად და ვინ გაავრცელა ოლიგაქრის შვილის საუბარი..

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი