
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის მტკიცებით, ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში არანაირი აღიარება არ ყოფილა. ამ თემაზე კომენტარი მან დღეს, 10 მარტს, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
"რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, იქ არანაირ აღიარებასთან დაკავშირებით თქვენ საიდან, თუ უსმინეთ ამ ინტერვიუს ალბათ დაინახეთ, რომ ცალსახად იყო საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ საკუთარი მმართველობის პერიოდში, როდესაც ისინი ახორციელებდნენ მუქარას, დაშინებას, ჩვენ გვაქვს პატარკაციშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის ქეისები, უამრავი საქმეები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს აღიარებული, რომელიც გულისხმობდა განსხვავებული აზრის სასტიკ დევნას სააკაშვილის რეჟიმის მიერ, წარმოჩენა იმის, რომ თითქოს პირიქით, ოპოიციური ძალა ატერორებდა მმართველი რეჟიმის მომხრეებს, ეს არის აბსურდი და გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა", - თქვა თამარ ტალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუსთან დაკავშირებით ამავე დეპუტატმა Facebook სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ბერას საუბრის შემდეგ ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: