
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის დამოკიდებულაბში შეურაცხყოფასთან დაკავშირებით "ვერაფერ დასაძრახს ვერ ხედავს".
"მითითებული იყო გარკვეული ემოციური ნაწილი როგორი იქნება დამოკიდებულება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერ ისეთს, რაც შეიძლება დასაძრახი იყოს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, გამოძიება რა მიმართულებით წარიმართება, როგორ წარიმათება, ეს რა თქმა უნდა, არის გამოძიების გადასაწყვეტი", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: