
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნებს ფარულ ჩაწერაში ხედავს და იმედი აქვს, რომ ამ კუთხით აღძრულ საქმეში დამნაშავე დაისჯება.
"ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული დანაშაული ბუნებრივია ვერ იქნება და დანაშუალის ნიშნები ვერ იარსებებს. რა ნიშნებიც არსებობს დავინახეთ, მივიდა ადამიანი, ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ და ამის შემდეგ წამოვიდა უკან, და ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები, ესწრებოდნენ მეზობლები, არანაირი მუქარა, არანაირი ძალადობა, არანაირი ბულინგი არ ყოფილა განსხვავებით რაც ხდებოდა საპირისპირო მხრიდან", - თქვა სუბარმა.
მისივე შეფასებით, ის, როგორც სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე მოიქცა ადამიანურობა იყო და ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში არანაირი აღიარება არ ყოფილა.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.