
"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა აღიარებაზე და ჩანაწერების ავთენტურობაზე უსვამენ ჟურნალისტები კითხვას, რადგან ბერა ივანიშვილის ინტერვიუში ამაზე საუბარი არ ყოფილა.
"პირველი, რა აღიარებაზე ლაპარაკობთ და რა ავთენტურობაზე მე არ მესმის. უმრავლესობის შეკრებაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა [...] დანაშაულის ნიშნები კი არა, ჩემი თვალთახედვით მკაფიო დანაშაულია, როცა ადამაინებს იწერენ უკანონოდ, ამ საქმეზე აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედია დაისჯება კიდევაც. რაც შეეხება ავთენტურობას, ავთენტურობასთან დაკავშირებით წუხელ არაფერი ყოფილა ლაპარაკია იმაზე რაც პირველივე დღეს ვთქვით, რომ არის ათეულობით სხვადასხვა ჩანაწერი საიდანაც ამოკრეფილია სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის არაცენზურული ლექსიკით გამოხატული, არის კომპილაცია გაკეთებული და არის გაკეთებული ცუდი მოსასმენი ტექსტები, სხვა არანაირ მუქარასთან დაკავშირებით იქ ლაპარაკი არ ყოფლა. ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული დანაშაული ბუნებრივია ვერ იქნება და დანაშუალის ნიშნები ვერ იარსებებს", - თქვა სოზარ სუბარმა.
მისივე შეფასებით, ის, როგორც სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე მოიქცა ადამიანურობა იყო და არანაირ ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: