
"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, სდსს-ს ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის აუდიოჩანაწერებში აღწერილი ქმედება "ადამიანურობა" იყო. მისი განცხადებით, ადგილი ძალადობას და მუქარას არ ჰქონია და ის ბავშვს მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ელაპარაკა.
სუბარის განცხადებით, ბერა ივანიშვილზე და მის მეგობრებზე თვეების განმავლობაში "მასირებული ბულინგის შეტევა" და მუქარა მიმდინარეობდა.
"მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდიელბას გუშინდელზეც და არა მხოლოდ გუშინდელზე, უბრალოდ ვიტყვი რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. ადამიანურობა ცივილიზებულება არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდეტნი აგზავნის სოდ-ის სპეცრაზმს და სასკივდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა ვალერი გელაშვილის [...] ადამიანურობა იცით რა არის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10,11, 12 წლის ბავშვები, გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგის შეტევა, მუქარა ხდება, არა მხოლოდ უცენზურო სიტყვებით, ვერ გავიმეორებ იმის რაც ინფორმაცია მაქვს, ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვებს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხო არ დგას, მართლა რამეს ხო არ აპირებთ, ის ეუბენება არაფერს, მაშინ რათ გინდა შვილო ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას, ორ სამყაროს შორის", - თქვა სოზარ სუბარმა.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: