
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით არ დაწყებულა ქართული ოცნების ოფისთან დაკავებულების სასამართლო პროცესი. ადგილზე სხვა აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც იქ დაკავებულთა მხარდასაჭერად მივიდნენ. როგორც აქტივისტები ამბობენ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მოსამართლე დღეს მიიღებს, პოლიტიკური იქნება.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცველებმა 6 პირი, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები აქციას დღეს უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებს, პილიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელისუფლებისგან ივანიშვილის კლანის ჩამოშორებას ითხოვდნენ.