არ ხართ სხვა არხიდან, რომ კონსტრუქციული კითხვები დასვათ?! - ასე უპასუხა რაგბის კავშირის დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ კრიტიკული მედიის წარმომადგენლების კითხვებს. ტყემალაძე განსაკუთრებით გააღიზიანა კითხვამ, მმართველ გუნდთან და ივანიშვილთან კავშირების თაობაზე.
ტყემალაძე ივანიშვილთან ურთიერთობას არ უარყოფს და იმასად ადასტურებს, რომ ოლიგარქს რაგბთან კავშირი მომავალშიც ექნება - "მანამდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება".
"არ ხართ სხვა არხიდან, რომ კონსტრუქციული კითხვები დასვათ? მარტო პოლიტიკა გინდათ?! კონსტრუქციულბა სხვა რამეა, რა შუაშია აქ მთავრობა.
3-4-ჯერ გავაკეთე ალბათ ამაზე კომენტარი და ვთქვი, რომ თუ არსებობს ნდობა, იმიტომ რომ ცრუს და ტყუილს არ ვამბობ და ასეთ ნდობა ბევრ ადამიანთან მაქვს.
ჩემი ურთიერთობაც ბატონ ბიძინასთან გახსნილია და არაფერი დახურული არ არის. რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება და ა.შ",-თქვა იოსებ ტყემალაძემ.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
სარაგბო სამყარო გამონაკლისების გარდა, ტყემალაძეს მხარს არ უჭერს და მასთან არც თანამშრომლობას აპირებს
ექსპო ჯორჯიასთან, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა "მთავარი არხის" ოპერატორი, ასევე, იყო შემთხვევა, როცა გაურკვეველი ჯგუფის წარმომადგენლები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაემუქრნენ.