
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ატომური ელექტროსადგურის "აკიუს" მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. საზეიმო ცერემონიალი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მონაწილეობდნენ.
ენერგობლოკს რუსული სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ააშენებს და ის თურქეთის მერსინის პროვინციაში განთავსდება.
ინფორმაცია "როსატომის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.