"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დაკავებულთა ადვოკატების მოთხოვნა, რომლებმაც თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა მოპოვებისთვის გონივრული ვადა ითხოვეს. 

სასამართლო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა, დაკავებული აქტივისტები კი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

"ჩვენ მართლები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ბევრი ჩანაწერი გვაქვს, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს", - ამბობენ აქტივისტები. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცველებმა 6 სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 

სამოქალაქო აქტივისტები აქციას მმართველი პარტიის ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად მართავდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელისუფლებისგან ივანიშვილის კლანის ჩამოშორებას ითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი