"მაგნიტსკის აქტის" ევროპული ანალოგი - ევროკავშირს სანქციების დაწესება მთელ მსოფლიოში შეეძლება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა, შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლოს სანქციების დაწესება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის - ამ პროექტზე უკვე მუშაობენ ბრიუსელში.

როგორც გერმანული პრესა წერს, ეს პროექტი ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგი იქნება. სანქციების ახალი პაკეტი, შესაძლოა 22 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზევე გაფორმდეს. ევროკავშირში უკვე მუშაობენ ქვეყნების სიაზეც, რომელთაც სანქციები მოელით. ახალი მექანიზმის მომზადებაში ჩართულები არიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი და ნიდერლანდები.

„თუ სანქციების ახალი გლობალური რეჟიმი ძალაში შევა, ის შესძენს ევროკავშირს მეტ მოქნილობას ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული ნებისმიერი პირის დასჯისათვის, სადაც არ უნდა მოხდეს დარღვევა ან ვინც არ უნდა იდგეს მის უკან“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა.

"მაგნიტსკის აქტის" შესახებ:

"მაგნიტსკის აქტი" აშშ-მა მას შემდეგ შეადგინა, რაც რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთში უმაღლესი ეშელონების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა, 2009 წელს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მას სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა, მაგრამ მკვლელობის ბრალდება არავისთვის წარუდგენიათ.

სავარაუდოდ, მაგნიტსკის მკვლელობაში მინიმუმ, 25 ოფიციალური პირი იყო ჩართული, მათ შორის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დირექტორი, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარება. სწორედ ეს პირები შეიყვანა აშშ-მა "მაგნიტსკის სიაში", მათ ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა და ანგარიშები გაუყინა. შემდგომში ეს სია თანდათან გაფართოვდა იმის მიხედვით, თუ როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები რუსეთში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი