საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება შეინიშნება - ღარიბაშვილი რეკომენდაციებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. 

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ. იმისთვის რომ არ დავუშვათ ე.წ. მესამე ტალღის გავრცელება ქვეყანაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში თავადაცაა ჩართული და სანამ ქვეყანაში ვაქცინა შემოვა მანამდე "ფრთხილად უნდა ვიყოთ" რომ ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი