
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს.
"რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ვეროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. დარწმუნებული ვართ, მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზადაა "დიალოგის კონსტრუქციული" რეჟიმისთვის.