თავდამსხმელები "ოცნების" კოორდინატორის, ვინმე "შიროს" გარემოცვიდან - პოლიციელის ცემის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, პოლიციელზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კერძოდ, თავდამსხმელები "ოცნების" კოორდინატორისა და შემომწირველის, ვინმე "შიროს" ახლობლები არიან. 

შეგახსენებთ, ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია პოლიციელზე თავდასხმა, "მთავარმა არხმა" მოიპოვა. ძალადობის შემდეგ პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დაპირისპირება სოფლის ცენტრში მას შემდეგ მოხდა, რაც კოორდინატორის გარემოცვის წევრებს, რომლებიც მანქანით, დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა.

შემთხვევა 7 მარტს მოხდა, პოლიციელი კი კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. კლინიკიდან გამოწერის მიუხედავად, პოლიციელი ამ დრომდე არ გამოჩენილა იგოეთის განყოფილებაში, სადაც ის მუშაობს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის გამო შსს-მ ორი პირი დააკავა, თუმცა ისინი საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება "შიროს", მისი ოჯახის წევრებისგან ინტერვიუს აღება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მმართველი პარტიის კოორდინატორის გარემოცვის წევრები "მთავარის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი