"ხელები შორს თავისუფალი მედიისგან" - სოლიდარობის აქცია TV პირველთან

გამოქვეყნდა:

სოლიდარობა ტვ "პირველს" - "ლელოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიის შენობასთან შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციაზე ისინი არიან ტრანსფარანტებით: "ხელები შორს თავისუფალი მედიისგან", "ჩვენ ვიცავთ მედიას", "ნუ ცდილობ ჩახშო კრიტიკული მედია", "ნუ ებრძვი მედიას" და ა.შ. 

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.  მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი