
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა TV პირველს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.
მხარდაჭერას ვუცხადებ ტვ პირველის გუნდს, ჩემ მეგობარ ვატო წერეთელს, ნოდარ მელაძეს, მაკა ჩიხლაძეს, ეკა მიშველაძეს და ბუკა პეტრიაშვილს. ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გიორგი რურუა, - წერს რურუა.
სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მოგვიანებით, უწყებამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.
ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე: