მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს! - ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

 

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა თვლის, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

საქართველოში ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ შემცირდეს პოლარიზაია და დეესკალაცია. დაუშვებელია, რომ ხელისუფლება შტურმით იღებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, - წერს ფოტიგა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შტურმით შეიჭრა, დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი