ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა თვლის, რომ რუსეთი საქართველოში უფრო და უფრო ძლიერდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
საქართველოს არჩევნები არ უნდა შევადაროთ ბელარუსის ან რუსეთის არჩევნებს, უნდა შევადაროთ იმ ქვეყნების არჩევნებს, ვისაც ევროპული ინტეგრაცია სურს. საქართველოში არ გვაქვს ბევრი წინსვლა, გვაქვს უკუსვლები. რუსეთი უფრო და უფრო ძლიერდება საქართველოში, - წერს ფოტიგა.