კორონაპანდემიის დროს, სუს-ი ექთნებს უსმენდა - ნოდარ მელაძე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნებს უსმენდა, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძემ ისაუბრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, კორონაპანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა ექთნები დაბალი ხელფასის გაპროტესტებას აპირებდნენ, სუს-ი მათ უსმენდა. 

სუს-დან წყარომ როცა მოგვაწოდა ეს... უსმენდნენ საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნებს უსმენდა და აგზავნიდნენ ოპერატიულ ცნობას იმის შესახებ, რომ გაფიცვისთვის ემზადებიანო.. დაბალი ხელფასი აქვთ, კოვიდიანებთან ვინც მუშაობდნენ, არასრული 300 ლარი იყო მათი ხელფასი და ექიმები აპროტესტებდნენ, რა ცოტა გვაქვსო.. სუსმა მოუსმინა ექთნებს და გააგზავნა ოპერატიული ცნობა, - ამბობს ნოდარ მელაძე. 

ცნობისთვის, 6 მარტს, TV პირველმა აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

11 მარტს კი სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.
მოგვიანებით, უწყებამ  განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი