ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ ინფორმაცაი პრეზდიენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
"კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. [...] მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია", - წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა, გამოსავლის მოსაძებნად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.
შვედი დიპლომატი პრეზიდენტის შემდეგ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში ჩართვაა. შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება.