შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრემიერმინისტრს ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან განცხადებას გააკეთებს და სავარაუდოდ იტყვის როგორ აპირების  პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ქვეყანაში.

ფიციალური შეხვედრები კი შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში ჩართვაა. შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი