
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დატოვებული 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი არანაირი გეგმა არაა. მისი თქმით, ამას ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს ვერ დაარქმევს.
"6-პუნქტიანი გეგმა დატოვა - ისე შემოაპარებთ ხოლმე გეგონება მართლა იმან დატოვა ეს გეგმა. 6 პუნქტიანი მოთხოვან რომელიც იყო, რომელიც ჩვენი ოპონენტების აზრით, ხელს უშლის მოლაპარაკებათა განვათარებას, არ წარმოადგენს გეგმას, ეს არის ის პრობელემბის ჩამონათვალი, რომელიც გააკეთა ოპოზიციამ, ამას ვერც გეგმას დავარქმევთ, ვერც მითუმეტეს ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს", - თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამჯერად კრისტიან დანიელსონის ჩართულობით უნდა განახლდეს.