შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღეს - ღარიბაშვილი მელიაზე

გამოქვეყნდა:

ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს - აცხადებს ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა IRI-ს დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეს დასკვნა არის მკაფიო პასუხი "აბსურდულ ბრალდებებზე თითქოს არჩევნები გაყალბდა". 

გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არჩევნების შეფასებას და მათი შეფასებით, არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ არის პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით - ამბობს ღარიბაშვილი

დაშინებები, ძალადობა, გაყალბებული ოქმები - IRI-ის დასკვნა, რომლითაც "ოცნება" კმაყოფილია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი