ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და მას დიდ ყურადღებას უთმობს.
"საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მას დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და არის ჩვენი მხრიდან შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული. [...] და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, იმისთვის რომ ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპორმისის სახით", - თქვა კრისტიან დანიელსონმა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი გამოწვევაა პანდემიასთან, ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. დანიელსონმა აღნიშნა, რომ მისი, ისევე როგორც ელჩი ჰარცელისა და დეგნანის როლი არის პროცესის ხელშეწყობა.