ქართველი დირექტორი, განვითარების ფონდი, დამოუკიდებელი საბჭო - ნამახვანჰესის შეთანხმება

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას რიონის ხეობის განვითარების ფონდი.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს აუცილებელია და თავიდანვე იყო გასაკეთებელი, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე, სახელმწიფო, მთლიანობაში ვფიქრობ, რომ 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს, დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის საჭირო პროექტებს", - თქვა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, მის მართვაში ჩართვებიან თემის წარმომადგენლები და ის დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ძირითად სოფლებს რაც ხეობაშია განთავსებული.

"ჩვენი მოთხოვნით, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით, ამ ბერკეტის მეშვეობით, მეტ გარანტიას ვუზრუნველვყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული", - თქვა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, შექმნება დამოუკიდებელი საბჭო, როელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მოქნე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რომ უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვი გამოირიცხოს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი