ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისი და უნდათ, დაგვეხმარონ - ეკა გიგაური დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს"-ს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს, მათ ისაუბრეს პოლიტიკურ კრიზისზე, კორუფციის დონის ზრდაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. 

"ჩვენ, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ განცხადება გავავრცელეთ. ვსაუბრობდით კონკრეტულ რეფორმებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია რომ გადაიდგას კრიზისის განსამუხტად. ჩემი პოზიცია იყო, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლებულები უნდა იყვნენ, თუმცა  ეს არ დაგვაზღვევს სამომავლოდ იმისგან, რომ არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და სახელმწიფო სისტემამ სწორად იმუშაოს" ,-თქვა "საერთაშორისო გამჭირვალობა"-ს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, აუცილებელია კონკრეტული დემოკრატიული რეფორმების ჩატარება სასამართლოსა და პროკურატურაში. ეკა გიგაურის თქმით, საქართველოს მეგობრები საერთაშორისო საზოგადოებაში "ფიქრობენ, რომ ქვეყანაში კრიზისია და სურთ, ამ კრიზისიდან გამოსვლაში დაგვეხმარონ". 

 

ამავე თემაზე:

კრისტიან დანიელსონი მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი