"სინათლე გვირაბის ბოლოს" - სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემოტანას ეხმაურება და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინის შემოტანაში დაეხმარა.

"ასე გამოიყურება "სინათლე გვირაბის ბოლოს". მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.

ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით ამ კრიზისს დაამარცხებს",-წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს დილით შემოვიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი