"ოცნების" აქტივისტი, ფრიდონ მახოხაშვილი, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აქტივისტი, ფრიდონ მახოხაშვილი, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველად დაინიშნა. ის ამ თანამდებობის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს მუშაობას კულტურის და ტურიზმის აიპშიც.

მახოხაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც "მთავარი არხის" წამყვანს, ეკა კვესიტაძეს სახლში მიუვარდა და საპროტესტო აქცია მოუწყო. რეგიონებში ის აქტიურობდა ოპოზიციის კონტრაქციებზეც და სხვადასხვა სტატუსით აკეთებდა "ოცნების" სასარგებლოდ განცხადებებს. მანვე, მეღვინის სტატუსით "მთავარ არხთან" აქცია გამართა და ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვა.

"მთავარ არხთან" გამართული აქციის შემდეგ, მახოხაშვილს და "ოცნების" სხვა აქტივისტებს აიპებში ხელშეკრულებები გაუგრძელეს.

გარდა ამისა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის წარმომადგენლები ამბობდნენ, ფარნა მახოხაშვილი 3 მარტს, ენმ-ის გორის ოფისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი