შემოვა თუ არა საქართველოში კომერციული ვაქცინა - ექსპერტების აზრით, ნებართვის გაცემა აუცილებელია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ორშაბათიდან დაიწყება. სახელმწიფო გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.

ასევე ცნობილია, რომ ქვეყანაში კომერციული ვაქცინაც შემოვა. ამის ნებართვა ორ კომპანიას უკვე აქვს, თუმცა, სურვილი გაცილებით მეტმა გამოთქვა. მისცემს თუ არა ხელისუფლება ყველა დაინტერესებულ კომპანიას საქართველოში კომერციული ვაქცინის შემოტანის უფლებას, ჯერ უცნობია. 

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში კერძო კომპანიების მიერ იმუნიზაციის პოცესის დაწყება აუცილებელია. 

საკითხი, როგორც ვაქცინაცია ამის ნდობა არის ნულზე ფაქტიურად დასული. შესაბამისად სულ, რომ ოქროს ვაქცინები ჩამოიტანონ ადამიანები მათ არ ენდობიან, დამსახურებული უნდობლობაა. ნდობა აქვს კერძო კომპანიებს, რომელსაც ადამიანები ფულს უხდიან და იციან, რომ მიიღებენ იმ სტანდარტს და იმ ხარისხის სერვისს, როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, ამიტომ გამოსავალი არის მასობრივად ადამიანების, ვისაც ტესტირება სჭირდება გაიკეთებენ კერძო ორგანიზაციებში და კერძო ორგანიზაციები შემოიტანენ კერძო ვაქცინას და გააკეთებენ კერძო ვაქცინაციას, მთლიანობაში ჩვენ გვჭირდება წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონი დოზა - დღეს შემოვიდა საჭირო დოზის 1%-ი. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ყოველთვიურად უნდა შემოდიოდეს 350-400 ათასი დოზა, - თქვა სერგო ჩიხლაძემ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს დილით შემოვიდა. ხოლო, 73 წლის თამარ გიორგაძე პირველია, ვინც საქართველოში ვაქცინის მისაღებად, სპეციალურ სამედიცინო პორტალზე დარეგისტრირდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი