არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც თქვა, რომ 17 თებერვალს, 17:00 საათზე მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებაზე შეთანხმებული იყვნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიზიებულია.
როგორც გუშინ აღმოჩნდა, ეს მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ყოფილა გამართული და სწორედ მაშინ ყოფილა ეს ძირითადი შეუთანხმებლობა, რომელზეც სხვა ისტორიას გვიყვებოდნენ ბატონი კობახიძე და სხვა სახელისუფლებო წარმომადგენლები. ამიტომ, რეალურად, ამით დადასტურდა, ის რომ მანამ, სანამ სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, გამოიყენებდა თუ არა პატიმრობას, პოლიტიკური გუნდი განიხილავდა საკითხს, ნიკა მელია უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში თუ არა, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
კობახიძის განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც გამოეხმაურა. ჯანეზაშვილის თქმით, ეს მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
როდესაც საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი საუბრობს, იმ გადაწყვეტილების ღირებულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი მოსამართლის მიერ და მსჯელობენ წინასწარ, ეს პირდაპირ მიანიშნებს და მტკიცებულებაა იმისა, რომ დღეს საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, - თქვა ჯანეზაშვილმა.
"ქართული ოცნების" თამჯდომარემ, ირაკლი კობხიძემ გუშინ, 13 მარტს თქვა, რომ გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს მელიას დაკავების რამდენიმე დღით გადადება სურდა. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ "ოცნების" წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს, 22:00 საათის შემდეგ შეუფარდა.
ამავე თემაზე: