მდიდრული აგარაკი ლევან მურუსიძეს - კლანის გამდიდრებული წევრები

გამოქვეყნდა:

უვადო ძალაუფლება, ნეპოტიზმი, გავლენები, მოხვეჭილი სიმდიდრე - ეს კლანია, თუმცა არა "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების ან გამდიდრებული პოლიტიკოსების კლანი, ეს სასამართლოს კლანია. დღევანდელ დღევანდელ სიუჟეტში "მთავარი შაბათს" გიყვებათ კლანის მოსამართლე წევრებზე, იმ ადამიანებზე, რომელბმაც ხელისუფლებას მორჩილება ერთხმად შეჰფიცეს, სამაგიეროდ კი, მანტიის უკან დიდი ქონება დააგროვეს.

ლევან მურუსიძე - მილიონნახევარი ლარი უკვე აიღო და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედაც დაინიშნა. მოსახლეობამ ის არაერთ გახმაურებულ საქმეზე, ხელისუფლების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებებით გაიცნო. ამბობს, რომ ქონება კრედიტებითა და ხელფასით მოაგროვა, თუმცა არ მალავს, რომ მდიდარია. მან უკვე დაასრულა მდიდრული აგარაკის მშენებლობა, რომელიც 65 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილიც..

ბესიკ ბუგიანიშვილი - მოსამართლე, რომელმაც "ციანიდისა" და "კაბელების" გახმაურებული საქმეების გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. არქიტექტურის სამსახურს მან უკვე მიმართა, რომ თხინვალაში მდიდრული აგარაკის აშენება სურს. მას 1300 კვმ მიწის ნაკვეთი 24 ათას აშშ დოლარად უკვე ნაყიდი აქვს და ახლა მხოლოდ ნებართვას ელოდება. გამდიდრების გარდა, მოსამართლეს არც ოჯახის წევრები დავიწყებია. მისი მეუღლე - ნინო ჯოჯუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა. 

თეა ლეონიძე - ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც დიღომში, მილიონერების დასახლებაში 300 ათას ლარად შეფასებული სახლი აიშენა. მას არც ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა დავიწყებია. 

ჟანა აკოფაშვილის რეპორტაჟი: "გამდიდრებული მოსამართლეები".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი