პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნება" აჩვენებს "ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას."
როგორც თალაკვაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მმართველ გუნდს "მდგრადი და გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა სურს".
"ჩვენ ამ დიალოგში სრულად ვაჩვენებთ, ჩვენს პასუხისმგებლობას, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და, რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და უზრუნველყოფს ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას", - თქვა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" სურს.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
იხილეთ ასევე: