ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შეთანხმებით ქვეყენა გაძლიერდეს - სამადაშვილი დიალოგზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჯერ პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ადრეა. ამ თემაზე მან კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"პირველ რიგში მინდა ვუთხრა ეს ჩვენ ამომრჩეველს და ქართველ ხალხს, რომელიც ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან მოუთმენლად ელოდება ამ პროცესების საბოლოო გადაწყვეტას, იმიტომ, რომ ეს პირადაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე და მათ მომავალაზე - მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ამ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი