მორაგბეების ბოიკოტი - შესაძლოა, საქართველოში, რაგბის ჩემპიონატი ვერ შედგეს

გამოქვეყნდა:

სპორტული ბოიკოტი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ: საქართველოს რაგბის ჩემპიონატი, დიდი ათის გათამაშება, შესაძლოა, ვერ შედგეს. სარაგბო კლუბები ფედერაციის ახალ ხელმძღვანელს, რომელსაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მანტია მაქინაციების დახმარებით მოარგეს, დამოურჩილებლობას უცხადებენ.

იანვარში ჩატარებული არჩევნების შედეგად კლუბებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ პროცედურული შეცდომების საბაბით, საჯარო რეესტრმა ის არ დაარეგისტრირა და არჩევნების შედეგი ბათილად გამოაცხადა.

რამდენიმე დღის წინ გამართულ განმეორებით არჩევნებზე კი ისევ საჯარო რეესტრის დახმარებით და, როგორც ირკვევა, ახლა უკვე თავის სასარგებლო პროცედურული დარღვევით გაამარჯვებინეს სასურველ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს. 

ფედერაციის ახალი პრეზიდეტნის, სოსო ტყემალაძის მოწინააღმდეგეები ყვებიან დაშინებაზე, ოპონენტების გატაცებაზე, შვებულებაში იძულებით გაშვებაზე, ამ გზით მოწინააღმდეგეთა თავიდან მოცილებაზე და შემდეგ მათ ნაცვლად ხმების მიცემაზე. 

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი - "მორაგბეების ბოიკოტი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი