ერთი და იგივე სცენარი, რომელსაც კრემლი ჩვენს რეგიონში ათამაშებს - საქართველოში ეს უკვე გააკეთა, ახლა სომხეთის ჯერია. სქემა ასეთია - ჩავითრიოთ არასასურველი ქვეყნის ხელისუფლება ომში; დამარცხების შემდეგ გამოვაცხადოთ ის სამშობლოს მოღალატედ და ტერიტორიების დამკარგავად; და ასეთი შელახული რეპუტაციით მისივე ქვეყნის ოპოზიციას გადავაყენებინოთ ის ხელისუფლებიდან.
ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ღიად ან ფარულად, რუსეთის ინტერესების გამტარია - აბა, ისე კრემლს რაში სჭირდება მისი მხარდაჭერა?
საქართველოში აპრობირებული სცენარს ახლა სომხეთი და მისი მმართველი, ნიკოლ პაშინიანი გადიან - ყარაბაღის ტერიტორიის დათმობის შემდეგ, ოპოზიციამ პაშინიანის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საკითხი დააყენა და ახლა ჩვენი მეზობელი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, სადაც, რეალურად, საარჩევნო ყუთებთან მოხდება დასავლეთისა და კრემლის დაპირისპირება იმის გადასაყვეტად, თუ რომელი მიმართულების ორბიტაზე გააგრძელებს სომხეთი მოძრაობას.
ანა ასათიანის რეპორტაჟი: "კრიზისი რუსული სცენარით"