საქართველოს ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე, რომელმაც კარტოგრაფებს მხარდაჭერა გამოუცხადა, დიპლომატიურ რეზერვში გადაჰყავთ. ინფორმაცია გიგი გიგიაძემ "მთავარ არხს" დაუდასტურა, თუმცა ელჩი განმარტავს, მას ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ეწურება.
გიგიაძე ივერი მელაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი, საქმის პროფესიონალი და სრულიად უდანაშაულო ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალდებას დაუზუსტებს. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდების მხარე მუხლს არ ცვლის და მხოლოდ ბრალდების შინაარსს აზუსტებს.