სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა - ნიკა მელია ციხიდან

გამოქვეყნდა:

"..სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა," - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, პოლიტპატიმარ ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია საუბარი. 

მელია წერს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.

"ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი", - წერს ნიკა მელია. 

ნიკა მელიას წერილი, რომელიც რუსთავის ციხის #224-ე საკანში დაიწერა, მის Facebook-ზე გამოქვეყნდა

ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი