
ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულმა უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, როგორ არღვევდნენ მის უფლებებს საპატიმროში. ამბობს, რომ მის მიერ ადვოკატებისთვის გაგზავნილი მასალები, მათ შორის წერილები, სადაც საქმესთან დაკავშირებთ მნიშვნლოვანი ინფორმაცია იყო დატანილი, ადრესატამდე არ მიდიოდა.
ცნობისთვის, 2 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს.