პოლიტიკური კორუფცია სასამართლო სისტემაში და ფეშენებელურ ვილებში შესახლებული მოსამართლეები. ოპოზიცია კლანურ სქემაზე საუბრობს, რომელიც პოლიტიკურ სისტემას კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურება.
საუბარია ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებაზე და სანაცვლოდ გაცემულ ქონებაზე. ხელისუფლების ოპონენტებმა შეისწავლეს არაერთი საქმე და ამ საქმეებთან დაკავშირებული მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობა და ახლა ამტკიცებენ, რომ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების სანაცვლოდ გამდიდრებული კლანის წევრები ახლაც უპრობლემოდ აგრძელებენ სამოსამართლო საქმიანობას.