გზავნილი ბრიუსელიდან - მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართულ ოცნებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას სთხოვს. ქართულ ოცნებას გამოძიების წარმატებით დასასრულებლად და დამნაშავეების დასასჯელად 6 თვეზე ნაკლები რჩება.

დოკუმენტში, რომელსაც კომიტეტი ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ აუცილებელია პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რადგან გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

ექსპრემიერის დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას, ნების არარსებობის მიუხედავად, მოუწევს იმ დანაშაულის გამოძიება, რომელშიც მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მათ შორის მთავარი კანონდამრღვევი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

ვანო მერაბიშვილი წლებია ამტკიცებს, რომ საკნიდან 2013 წლის დეკემბერში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს. ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი მას ნაციონალური მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნების, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის მაკომპრომიტირებელი მასალების გამხელას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი თავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი