შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსული ღარიბაშვილი უკან შეაბრუნეს

გამოქვეყნდა:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, დღეს უკვე მეორედ ხვდება. ირკვევა, რომ შეხვედრიდან გამოსული პრემიერი, რამდენიმე წუთში, მიშელთან სასაუბროდ კიდევ ერთხელ, უკან შეაბრუნეს. 

პარალელურად, თბილისში, მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება

ღარიბაშვილი კი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ცნობილია, რომ ღარიბაშვილი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რა დროსაც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინტენსიურად ხვდებოდა სწორედ მიშელის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი. 

ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი