
"თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი", - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პლებისციტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა "ქართული ოცნებისთვის" პლებისციტი.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოზიცია არის, "რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი".
ეს განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გააკეთა.
ამავე თემაზე:
მანამდე კი, ირკვევა, რომ პირველი შეხვედრიდან გამოსული პრემიერი, რამდენიმე წუთში, მიშელთან სასაუბროდ კიდევ ერთხელ, უკან შეაბრუნეს.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.