
მობოდიშებით შევწყვიტეთ შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერს შევხვდი და შემდეგ გავაგრძელეთ, - ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან ორჯერ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერს შევხვდი და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე:
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ცნობილია, რომ ღარიბაშვილი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რა დროსაც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინტენსიურად ხვდებოდა სწორედ მიშელის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.