"გაკოჭილი დაამთავრებს" - უგულავა კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იტყუება, როცა ამბობს, რომ უგულავას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია.

უგულავა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოში ის გაიმარჯვებს და  როცა ეს მოხდება ირაკლი კობახიძე აღარავის ემახსოვრება.

"იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და "რაზგონით", რა "რაზგონითაც" ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან",-თქვა უგულავამ.

გიგი უგულავა "მთავარ არხთანაც" ადასტურებს, რომ მისმა ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს ორივე საქმესთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, თავს ისევ ოპოზიციას დაესხა და თქვა, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე  აკონკრეტებს, რომ "პოლიტიკურ კრიმინალებში" მიხეილ სააკაშვილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას გულისხმობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი