"ორი სარჩელი მაქვს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი, მიღებულია, კომუნიკაცია გავლილია. ადრე თუ გვიან იქნება, ოღონდ მაშინ კობახიძე აღარ იქნება," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მის მიერ ჩამოთვლილი "პოლიტიკური კრიმინალებიდან", ვერცერთი მათგანი ვერ ბედავს ვერცერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში".
გიგი უგულავა "მთავარ არხთანაც" ადასტურებს, რომ მისმა ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს ორივე საქმესთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, თავს ისევ ოპოზიციას დაესხა და თქვა, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში. პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე აკონკრეტებს, რომ "პოლიტიკურ კრიმინალებში" მიხეილ სააკაშვილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას გულისხმობს.