
„ლეიბორისტული პარტია“ საქალაქო სასამართლოს საგანგებო მდგომარეობის, საკარანტინო რეჟიმისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შალვა ნათელაშვილი მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და დიქტატურის გამტკიცებაში ადანაშაულებს.
პარტიის ლიდერის თქმით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები დააჯარიმეს, რომლებიც გადახდას ვერ მოახერხებენ.
ადამიანები გამოკეტეს შინაპატიმრობაში და გაწირეს სასიკვდილოდ. "დარჩი სახლში" გადაიქცა გამოთქმად "მოკვდი სახლში". არავითარი მნიშვნელობა განსვენებულისთვის არ აქვს, რა ეწერება გარდაცვალების დიაგნოზში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მოითხოვს, რომ გაიხსნას დაკეტილი სავაჭრო ობიექტები და ქვეყნის ეკონომიკა ამუშავდეს.
უნდა ამუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური არტერიები, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გაპარსვით და გაყვლეფითაა დაკავებული, მან არ გაიმეტა არაფერი თავისი ხალხისთვის“, - ამბობს ნათელაშვილი.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს დაწესდა და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი კი 31 მარტს ამოქმედდა.