იმედი მაქვს, განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს. იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხერხდება და ამბობს, რომ 

ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ გამოსავალს. ეს, რა თქმა უნდა, ღრმა შეუთანხმებლობაზე მეტყველებს. ეს ჩემთვის ცხადი გახდა ოთხთვიანი ფასილიტაციის განმავლობაში, რაც პრობლემურია. თუმცა ვხედავთ, როგორ არიან განსხვავებული მხარეები პროცესში ჩართული. არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომელ საკითხებზე არის მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ არამხოლოდ არსებული კრიზისი გადაიჭრას, არამედ ქართული დემოკრატია და კანონის უზენაესობა წინ წავიდეს. ეს მნიშვნელოვანი მგონია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ. იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება, - ამბობს კარლ ჰარცელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი