მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო - ასოცირების საბჭო

გამოქვეყნდა:

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ყველა მხარეს დიალოგის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იმ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ასოცირების საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს [მხარეებს], რომ სწრაფად გადაიჭრას არსებული პოლიტიკური ვითარება, ყველა მხარემ გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის და გაერთიანდნენ, რომ მოძებნონ და შეთანხმდნენ საერთო საკითხებზე. შევთანხმდით, რომ ყველა აქტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება ევროკავშირის მხარდაჭერილ შუამავლობაში, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროულად გადასაწყვეტად, - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი