შეცვლილი ალგორითმი - ჯანდაცვის ექსპერტები ხარვეზებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ალგორითმს დაგვიანებულად აფასებენ. მათი თქმით, თვენახევრის წინ შემუშავებულ დედლაინში, სადაც მიზნობრივი ჯგუფები იყო გაწერილი და გამოყოფილი იყო, ვის უნდა ჩატარებოდა შემოწმება, გაცილებით მეტი მოწყვლადი ჯგუფი იყო. ახალი პროტოკოლის მიხედვით, სამიზნე ჯგუფებში ჟურნალისტებიც შედიან, თუმცა მედია აქ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

ექსპერტების თქმით, მასობრივი ტესტირების დაწყება დაგვიანებულია და ეს პროცესი შიდა გავრცელების პარალელურად უნდა დაწყებულიყო, რის შემდეგა, სტატისტიკური სურათიც გაცილებით სანდო იქნებოდა.​​

პირველ აპრილს მიღებული გაიდლაინით, ეს ჯგუფები გაცილებით ფართეა ვიდრე დღეს საუბრობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს რომ გაკეთებულიყო თვენახევრის წინ, გაცილებით ადრე იქნებოდა გამოვლენილი ყველა, მათ შორის უსიმპტომო მატარებელი და საგანგებო მდგომარეობა და სიტუაციის გამკაცრება, ასეთი დოზით საჭირო აღარ იქნებოდა",- ამბობს სერგო ჩიხლაძე.

გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინე პერიოდს ხელისუფლება საკუთარ მიზნებისთვის და წინასაარჩევნო ინტერესებისთვის იყენებს.

აუცილებლია მოსახლეობაშიც ჩატარდეს კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს რეალურად რა სიტუაცია გვაქვს. გაჭიანურება უკავშირდება იმას, რომ მართვაში, მენეჯმენტში გვაქვს კრიზისი", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.

​ალგორითმის ცვლილების შესახებ განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ ადამიანებს, ვისი ინფიცირების რისკიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მაღალია, COVID 19-ზე მიზნობრივ ტესტირებას ჩაუტარებენ. ახალი ალგორითმი ძალაში ორ დღეში შევა და COVID 19-ზე თავშესაფარში მყოფი პირები და სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც შემოწმდებიან.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი